ახალი უმაღლესი სასწავლებელი СOVID-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომიმდინარე, საქმიანობას დისტანციურად აგრძელებს.
მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის № 699 დადგენილების გათვალისწინებით, შედგა შეხვედრა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების „2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით დისტანციურად წარმართვის საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2020 წლის 22 და 23 დეკემბერს ახალი უმაღლეს სასწავლებელში დაგეგმილი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენციის „COVID 19 – ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები’’ მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებს.