ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოსთან ერთად, ჯერ ისევ პანდემიას ებრძვის. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ახალ უმაღლეს სასწავლებლში კვლავ მრავალი საინტერესო სიახლე დაგხვდებათ. გვსურს გაგაცნოთ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალვრო პროგრამის ერთ-ერთი  სტუდენტი  გიორგი მესტვირიშვილი, რომელიც გერმანიაში ფეჰტას (ფეხტა) უნივერსიტეტში University of Vechta გაემგზავრება და 2021 წლის 15 მარტიდან სრული დაფინანსებით ისწავლის ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში.

 

მოგესალმები გიორგი. გმადლობ, რომ დათანხმდი ინტერვიუს. პირველ რიგში, მინდა გკითხო, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებდი, რატომ დაინტერესდი ახალი უმაღლესი სასწავლებლით?

– ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს მქონდა განსაზღვრული უმაღლესი განათლება ნიუუნიში მიმეღო. ამავდროულად, მე ნიუუნის აბიტურიენტების პროგრამით ვემზადებოდი, რამაც მომცა საშუალება უკეთ შემეცნო გარემო, სადაც გავატარებდი სტუდენტობის წლებს. შესაბამისად, ამ ფაქტორმა უფრო გადამაწყვეტინა პირველ პრიორიტეტად ნიუუნი ამერჩია.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ახალი უმაღლესი სასწავლებლის – ნიუუნის სტუდენტი გახდი?

– პირველ რიგში, გადავინაცვლე ზრდასრულობის ასაკში და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რაშიც დამეხმარნენ ჩემი  ლექტორები, ასევე ადმინისტრაცია, რომელიც მუდამ სტუდენტთა გვერდით დგას. სხვა უმაღლეს სასწავლებელში რომ მესწავლა, ამ მწვერვალების მიღწევა, ჩემი აზრით, გამიჭირდებოდა. უფრო რთულად მომიწევდა ცოდნის შეძენა, ისევ და ისევ მე რომ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ვარ, ეს ჩემი ნიუუნის დამსახურებაა.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი სწავლობს ახალ უმაღლეს სასწავლებელში, რამ განაპირობა ეს ფაქტი?

– უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, აქ საუკეთესო შესაძლებლობაა აკადემიურ გარემოში მიღებული ცოდნა შეუსაბამო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს პარტნიორ დაწესებულებებში პრაქტიკის გავლისას, სადაც საშუალება გვქონდა თეორიული ცოდნა პრაქტიკული დავალებების შესრულებით გაგვეღრმავებინა და მეტი პრაქტიკული უნარი ჩეგვეძინა. გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო საერთაშრისო კონფერენციებსა და ტრენინგებზე ნიუუნის დაფინანსებითა და ხელშეწყობით.

– იმ ადამიანებს, ვინც არ იცის ახალი უმაღლესი სასწავლებლის შესახებ, უთხარი როგორია შენი თვალით დანახული ეს სივრცე?

– პირველ რიგში, მეც და ასევე, ყველა სტუდენტს გვიქმნიან გარემოს, სადაც გვეძლევა საშუალება განვვითარდეთ და პროფესიულად გავიზარდოთ. არ არსებობს ლექტორი, რომელიც მოტივირებულ სტუდენტს ცოდნას ან თუნდაც შრომას უკარგავს. ასევე აქ არის ერთიანი, გუნდური და გამტანი გარემო.

– გიორგი, როგორ მოხვდი გაცვლით პორგრამაში და რაიმე რთული ბარიერი ხომ არ ყოფილა ამ დროს შენთვის?

– სტუდენტი, რომელიც ფლობს უცხოურ ენას B2 დონეზე  (ამ შემთხვევაში გერმანული ენა), აქვს შესაძლებლობა წავიდეს გერმანიაში სასწავლებლად გაცვლითი  პროგრამით. სირთულე, რა თქმა უნდა, იყო; იმ დროს, როცა გავიგე, რომ ფეჰტას უნივერისტეტში უნდა გამეგრძელებინა სწავლა, არ ვიმყოფებოდი საქართველოში, სასწავლებლის ადმინისტრაცია დამეხმარა საბუთების მოწესრიგებაში, რადგან ეს შესაძლებლობა არ დამეკარგა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მათი.

– რა გამოარჩევს ნიუუნის სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან?

– დავიწყებ იმით, რომ ვისაც პირველ პრიორიტეტად არჩეული აქვს ნიუუნი (181), ჩარიცხვისთანავეეძლევა 50 %-იანი გრანტი. ასევე, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი, ეძლევა სტიპენდია. პანდემიის დროს ძალიან ზრუნავენ სტუდენტებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით  სტატუსშეჩერებულ და სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებს, რომლებიც მობილობით გადმოვლენ ნიუუნიში, სთავზობენ გრანტს, რომ შეძლონ სწავლის გაგრძელება. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ახლა მახსენდება.

– გიორგი, შენთვის ან რომელიმე სხვა სტუდენტისთვის თუ გაუწევიათ შეღავათი სწავლის გადასახადთან დაკავშრებით?

– პირადად 50%-იანი გრანტით ვსწავლობ, თუმცა როდესაც ვიყავი მე-2 კურსზე გადასახადს ვერ ვიხდიდი და სასწავლებელმა გადახდის ვადა გადამიწია, შემომთავაზა ჩემი შესაძლებლობებზე მორგებული გადახდის გრაფიკი,  რომ არა ეს შანსი, შევიჩერებდი სტუდენტის სტატუსს და შესაბამისად, სემესტრს დავკარგავდი.

– და ბოლოს, რას ურჩევდი სტუდენტებს და აბიტურიენტებს, რომლებსაც არჩევანის გაკეთება უჭირთ?

– პირველ რიგში,  აირჩიონ პირველ პრიორიტეტად ახალი უმაღლესი სასწავლებელი (181), სადაც არის სტუდენტებზე მორგებული გარემო, მთავრია გინდოდეს სწავლა და ეს უმაღლესი სასწავლებელი დგას ყველა სტუდენტის გვერდით, როგორც აღვნიშნე, გადახდის მოქნილი გრაფიკი, შიდა სტიპენდიები და უამრავი შიდა ღონისძიებები, საინტერესო აქტივობები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი არის მოტივირებული და აქვს განვითარების შანსი/ყველა პირობა. მე მადლობელი ვარ ჩემი ნიუ უნის.

-გისურვებთ წარმატებას, გმადლობ!

ჟურნალისტი – ნატო ფირაშვილი