ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შემოვიდა შემოთავაზება ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებიდან 2023-2024 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამების თაობაზე.

სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისათვის ტურიზმის მიმართულებით.

სასტიპენდიო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადაა 2023 წლის 31 მაისამდე.

ზემოაღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქალბატონ ჰუანგს, ჯიატონგის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო სამსახურს: iso@swjtu.edu.cn (Ms.Huang)

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://en.swjtu.edu.cn/ADMISSION?Cost_and_Aid.htm