2023 წლის 9 ივნისს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, დაფუძნდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი სტუდენტებისათვის. ზემოაღნიშნული განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა” – ფარგლებში, რომლის მონაწილეებიც არიან:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
2. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3. კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ინსტიტუტი;
4. თსსუ-ის ფსიქოლოგიური განწყობისა და კორექციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.