თუ ხარ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტატუსშეწყვეტილი ან სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ისარგებლე მობილობის უფლებით, გაიარე რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 19 აგვისტოს 18 საათამდე და მიიღე უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლე ახალ უმაღლეს სასწავლებელში 1800 ლარად (წლიური საფასური) 10 თვეზე გადანაწილებით, სწავლების მთელი პერიოდი, შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ტურიზმი
მობილობის მსურველთათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/emis.ge/photos/a.297205117012229/3255152681217443/

გისურვებთ წარმატებას!