ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების და რაოდენობების შესაბამისად:

ბიზნესის ადმინისტრირება:
ასოცირებული პროფესორი –  3  საშტატო ერთეული.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც  აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო საბუთების მიღება: 28.11.2022 – 29.11.2022;
  • კონკურსისI ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 29.11.2022 – 30.11.2022;
  • კონკურსისI ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 30.11.2022;
  • კონკურსისII ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – /სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა /: 01.12.2022;
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: 02.12.2022;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს 04.12.2022;
  • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.

კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;
გ)  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
დ) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)   გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ზ) ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
კ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა.

უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულებას გააფორმებს;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge; (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.)