„ახალი უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი საქმიანობის ორგანიზების, შეფასების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 2021 წელს შიდა გრანტით დაფინანსდება:

  • სახელმძღვანელო „მიკროეკონომიკა“– ავტორი: აფილირებული პროფესორი ლამარა ბერიძე;
  • სალექციო კურსი ,,საბანკო საქმე’’ – ავტორი: აფილირებული ასოცირებული პროფესორი გულნარა იმედაშვილი;
  • სახელმძღვანელო „რელიგია და კულტურა“ – ავტორი: აფილირებული ასოცირებული პროფესორი თინათინ ზალდასტანიშვილი;
  • სახელმძღვანელო „საერთაშორისო სამართლის თანამედროვე მიმოხილვა“- ავტორები: პროფესორი დავით გეფერიძე, აფილირებული ასისტენტი ქეთევან კვიცარიძე.

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გილოცავთ საგრანტო კონკურსში გამარჯვებას!