2026 წლის 6 ოქტომბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი — ნიუუნის პირველკურსელ სტუდენტებთან საერთაშორისო კრედიტ მობილობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნანა ციხისთავმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ისაუბრა ევროპის, ამერიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებისა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებულ პარტნიორობაზე.
პროფესორმა ნანა ციხისთავმა სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ, დეტალურად განმარტა საერთაშორისო კრედიტ მობილობის არსი, მონაწილეობის პირობები და განაცხადის წარდგენის პროცედურები. ამასთან, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ნიუუნის იმ სტუდენტების შესახებ, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო მობილობაში.
შეხვედრამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საერთაშორისო მობილობასთან, გაცვლით პროგრამებსა და მათში მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ სტუდენტებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


კომენტარები