მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა პანდემიის ან სხვა რაიმე საგანგებო სიტუაციის დროს არ აბრკოლებს აუცილებელი ინფორმაციის გაზიარების პროცესსთუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანიაროგორც ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელმა უწყებებმაასევესაჯარო და კერძო დამსაქმებლებმა იცოდნენ თუ როგორ და რა დოზით შეიძლება პერსონალურიმათ შორისჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებიმოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეაგროვებენ და ამუშავებენ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემებსრაც აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისა და ფუნქციონირებისთვის.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშიჯანდაცვის დაწესებულებებს  უწევთ ინფიცირებულ ან/და შესაძლო ინფიცირებულ პირთა შესახებ მეტი მოცულობით მონაცემების შეგროვებავიდრე სტანდარტულ შემთხვევებში (მაგალითადაგროვებენ ინფორმაციას მოქალაქეთა საზღვარგარეთ მოგზაურობისსამუშაო ადგილისახლო კონტაქტში მყოფი პირების შესახებ), რაც არსებული საჭიროებიდან გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

პანდემიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და სამედიცინო კონსულტაციების გაწევის მიზნითდასაშვებია საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა სატელეკომუნიკაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.

გასათვალისწინებელიარომ ასეთი სიტუაციების დროსიზრდება შეცდომაში შემყვანი და . ,,თაღლითური შეტყობინებების“ მიღების რისკიშესაბამისადმნიშვნელოვანიამოქალაქეები დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალური ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას.

ვირუსით ინფიცირებულშესაძლო ინფიცირებულ ან/და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა ვინაობის (სახელისგვარისსაჯაროდ გავრცელებაროგორც წესიაუცილებელი არ არის და საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად საკმარისია მათ შესახებ არაიდენტიფიცირებადი ფორმით ინფორმაციის გავრცელება (მოქალაქეობაეთნიკური კუთვნილებაასაკისამუშაო ადგილიმათი გადაადგილების მარშრუტი და ..). აღნიშნულ პირთა ვინაობის შესახებ მონაცემების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია იმ მოცულობითა და იმ ფარგლებშირაც აუცილებელია დაავადების პრევენციისკონტროლისა და მართვისათვის.

დამსაქმებელი ორგანიზაციების მიერ დასაქმებულთა მონაცემების დამუშავება

დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პარალელურადდამსაქმებლები ცდილობენ შეინარჩუნონ საქმიანობის უწყვეტობა.

კანონმდებლობის თანახმადდამსაქმებლებს დასაქმებულთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ დასაქმებულთა ნების მიუხედავადთუ ეს ემსახურება უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველყოფას ან/და ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვას.

დასაშვებია დამსაქმებელმა შეაგროვოს შემდეგი ინფორმაციადასაქმებული სტუმრობდა თუ არა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკის შემცველ ქვეყანასაქვს თუ არა დასაქმებულს ვირუსის სიმპტომებიჰქონდა თუ არა კონტაქტი ვირუსით დაინფიცირებულ პირ(ებ)თან.

დასაქმებულის დაინფიცირების შესახებ ეჭვის შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ჯანდაცვის უწყებას და დაექვემდებაროს მის მითითებებს.

დამსაქმებლის მიერდასაქმებულის დაინფიცირების შესახებინფორმაციის სხვა დასაქმებულებისათვის გამჟღავნება დასაშვებიათუ ეს აუცილებელია დასაქმებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოსავლენად ან/და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის.

მოპოვებული მონაცემები დამსაქმებელმა უნდა შეინახოს იმ ვადითრაც აუცილებელია მის კომპეტენციას მიკუთვნებული ღონისძიებების განხორციელებისთვისშემდგომ ეს მონაცემები უნდა წაიშალოსგანადგურდეს ან შენახულ იქნას პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

დისტანციური სწავლება და შეხვედრები

დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც (სკოლებიუნივერსიტეტები), ასევე ხშირია დისტანციურად შეხვედრების გამართვის პრეცედენტები.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ონლაინ სასწავლო პროცესისონლაინ შეხვედრების ამსახველი (მათ შორისიუმორისტულიფოტოვიდეო მასალა.

ონლაინ შეხვედრებისონლაინსწავლების ამსახველი მასალა (ფოტოვიდეო გამოსახულებაწარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებსრაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას.

არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი).

შესაბამისადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიამ დაწესებულებებში დასაქმებული პირებიასევეარასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრებიმეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

დისტანციური შეხვედრებისათვის გამართვისათვისშეგიძლიათ გამოიყენოთ თანამედროვე კოლაბორაციული კომუნიკაციის სისტემები (მაგალითადWebex, Zoom, Teams და ა.შ.).

დისტანციურად მუშაობისას მონაცემთა დამუშავება

ორგანიზაციათა უმეტესობამ უკვე მიმართა დისტანციურად მუშაობის რეჟიმსთანამედროვე ტექნოლოგიებმა დისტანციურად მუშაობა მარტივი გახადათუმცა ასეთ დროს დღის წესრიგში დგება სამსახურებრივი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხი.

დისტანციურად  მუშაობისას გასათვალისწინებელი გარემოებები:

  • სახლიდან დისტანციურად მუშაობისას სასურველია გამოყენებულ იქნეს სამსახურის კომპიუტერი;
  •  თუ საჭიროა სახლის კომპიუტერიდან სამსახურის კომპიუტერში დისტანციური წვდომის საშუალებებით შესვლაამისათვის აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული თანამედროვე და განახლებული პროგრამები;
  • საკუთარ კომპიუტერში რეგულარულად უნდა განახლდეს ოპერაციული სისტემები