საზაფხულო სკოლა მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის.

ხანგრძლივობა: 3-4 კვირა

აუცილებელი მოთხოვნა: გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე.

საფასური: უფასო

სტიპენდია: 1061 ევრო + 675 ევრო გზისა და გერმანიაში ცხოვრების ხარჯებისთვის.

რეგისტრაციის პერიოდი:  01.12.2020.

ონსეტის ტესტზე რეგისტრაციისა და მისი ჩატარების თარიღები:

6 ოქტომბერი (სამშაბათი) რეგისტრაციის ვადა: 5 ოქტომბრამდე / 12.00 სთ.

28 ოქტომბერი (ოთხშაბათი) რეგისტრაციის ვადა: 26 ოქტომბრამდე / 12.00 სთ.

2 ნოემბერი (ორშაბათი) რეგისტრაციის ვადა: 29 ოქტომბრამდე / 12.00 სთ.

18 ნოემბერი (ოთხშაბათი) რეგისტრაციის ვადა: 16 ნოემბრამდე / 12.00 სთ.

4 დეკემბერი (პარასკევი) რეგისტრაციის ვადა: 1 დეკემბრამდე / 12.00 სთ.

შენიშვნა: ონსეტის ტესტი ამოწმებს უცხო ენის ცოდნის დონეს და 2020 წელს სტუდენტებისათვის არის უფასო. ონსეტის ტესტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.daad-georgia.org/files/2020/10/onSET-Anmeldung-D_E.pdf

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ნანა ციხისთავი – მობ:  555 796 741;

თამთა ხუციშვილი-ბერუაშვილი – მობ: 551 222 535

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი

ნათია ჩიხიაშვილი – მობ: 555 940 891

 

რეგისტრაცია onset ტესტზე

ნაბიჯი 1. რეგისტრაცია

  • შებრძანდით საიტზე: www.onset.de
  • მონიშნეთ ზედა მარჯვენა კუთხეში „Registration/Registrieren“ და

შექმენით თქვენი გვერდი (einen Account).

  • მოხვდებით რუბრიკაში Registration/Registrierung. შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები. ველში

Country/City/Test centre ან Land/Stadt, Testzentrum მიუთითეთ საქართველო/თბილისი/DAAD.

  • მას შემდეგ, რაც შეავსებთ ყველა გრაფას, მიუთითეთ „next/weiter“.
  • შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. მიუთითეთ „next/weiter“.
  • მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გადაამოწმებთ მონაცემებს, მიუთითეთ

„Daten senden“. თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მოგივათ

შეტყობინება, რომ დარეგისტრირებული ბრძანდებით. აქვე მიიღებთ თქვენ მიერ

რეგისტრაციისას მითითებულ მომხმარებლის სახელს და პაროლს.

ნაბიჯი 2. TAN-კოდის მიღება DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრისგან

  • პირველი ნაბიჯის გავლის შემდეგ, შეძლებისდაგვარად დროულად დაუკავშირდით

DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრს (info@daad-georgia.org) და მოითხოვეთ

TAN-კოდი. კოდის შეძენა უფასოა !

ნაბიჯი 3. გამოცდის თარიღის და დროის შერჩევა

  • TAN-კოდის მიღების შემდეგ, ისევ შედიხართ საიტზე www.onset.de და

ნიშნავთ „BOOK A TEST/Prüfung buchen“, შემდეგ კი „next/weiter“.

  • შეავსეთ გრაფები Country/City/Test centre ან Land/Stadt, Testzentrum.

შემდეგ ისევ მონიშნეთ „next/weiter“.

  • მოხვდებით რუბრიკაში Please enter your TAN here/TAN eingeben.

შეიყვანეთ გრაფაში კოდი/ნომერი, რომელიც თქვენ DAAD – ისგან მიიღეთ.

  • Select day and time – გამოჩნდება კალენდარი. დააწკაპუნეთ კალენდრის იმ დღეზე,

რომელიც თქვენთვის გამოცდის დასაწერად მისაღებია. ამის შემდეგ მონიშნეთ მისაღებია

თუ არა საათი, რომელიც შემოთავაზებულია/თუ რამდენიმე დროა შემოთავაზებული,

მონიშნეთ თქვენთვის სასურველი. მონიშნეთ „next/weiter“.

  1. მონიშნეთ ინგლისურ ენაზე გსურთ ტესტის დაწერა, თუ გერმანულზე?

მონიშნეთ „next/weiter“.

  1. Your booking / Ihre Buchung – კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს მიერ მითითებულ ტესტის

დღესა და დროს. თუ ისინი მისაღებია თქვენთვის, მონიშნეთ „send Booking/Buchung

senden“. თუ ენის არჩევანში შეცდით, მონიშნეთ „change test language“, დაბრუნდით

უკან და შეცვალეთ ენა.

რეგისტრაციის დასტურს მიიღებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით (თუკი

კოდი სწორად შეიყვანეთ).

მნიშვნელოვანია, საიტზე დარეგისტრირების შემდეგ ჩაინიშნოთ მომხმარებლის სახელი

და პასვორდი, რადგან უპრობლემოდ შეძლოთ განმეორებით სისტემაში შესვლა. რაც

მთავარია, მომხმარებლის სახელი და პასვორდი თან უნდა იქონიოთ გამოცდისას. სხვა

შემთხვევაში მოგიწევთ ახალი კოდის შეძენა, თუკი იქნება გასაცემად დარჩენილი (?).

თუკი შეამჩნევთ, რომ TAN-კოდის შეყვანის შემდეგ არაფერი იცვლება და კოდი არ

მუშაობს, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ DAAD-ის თბილისის საინფორმაციო

ცენტრს (info@daad-georgia.org).

გთხოვთ, დროულად გამოცხადდეთ ტესტზე გოეთეს ინსტიტუტში (მე-3 სართული,

კომპიუტერების ოთახი) გამოცდის თქვენ მიერ შერჩეულ დღესა და დროს:

წარმატებას გისურვებთ!