22 მაისს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, საქართველოში ავტორიზებული სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მონაწილეობით, ჩატარდა ვორქშოპი “კვლევები თანამედროვე ფსიქოლოგიაში”. ვორქშოპის მოდერატორი გახლდათ ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნონა ახალაშვილი.
Read Moreივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წიგნის ფესტივალი — „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს ეძღვნება, თსუ-ს ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება.
Read Moreმიმდინარე წლის 20 მაისიდან ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აფილირებული პროფესორები გულნარა იმედაშვილი და ნანა ციხისთავი Erasmus + მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში იმყოფებიან პარტნიორ უნივერსიტეტში — Euro College – PVPU Euro College – Kumanovo (ჩრდილოეთ მაკედონია).
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი გიწვევთ პრაქტიკულ ტრენინგზე, რომელიც დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას ორგანიზაციულ და პროფესიულ საქმიანობაში.
11–15 მაისი, 2026
14:00 საათი
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და რექტორის ბრძანებით, აკადემიურ თანამდებობებზე აირჩიეს შემდეგი პირები:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება: …
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება: …
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა ნიუუნის პროფესორის დავით გეფერიძისა და აფილირებული ასისტენტის ქეთევან კვიცარიძის ავტორობით მომზადებული სახელმძღვანელო: „საერთაშორისო საჯარო სამართლის გზამკვლევი“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
Read Moreსაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტსა და „ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუნის“ (Newuni) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაზე, რომელთა მიზანიც სტუდენტთა ინტერესებზე მორგებული თემატური პროგრამების დანერგვაა.
განისაზღვრა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები:
2026 წლის 21–22 აპრილს ნიუუნიში გაიმართა ERIC-GE-Erasmus+ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ადგილობრივი ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და შეფასების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდების დანერგვის გზით.
Erasmus+ მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში იმყოფება რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ბუქარესტი, რუმინეთი) პროფესორი კატრინელ რაკულა დრიდეა.
შედგა შეხვედრა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორთან, პროფ. თამარ გარდაფხაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, პროფ. ნანა ციხისთავთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.
გერმანიაში მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის რექტორი პროფესორი თამარ გარდაფხაძე, უნივერსიტეტის პროფრსორები და სტუდენტები. შეხვედრაზე რექტორმა დეტალურად ისაუბრა ნიუუნისა და LMU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე. ნიუუნის დელეგაცია ორშაბათს დაბრუნდება საქართველოში.
Read More
კომენტარები