საჯარო ლექცია თემაზე: „ეკოტურიზმი – ტურიზმის მდგრადი განვითარების საფუძველი’’

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი სტუდენტებისათვის გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეკოტურიზმი – ტურიზმის მდგრადი განვითარების საფუძველი’’ საჯარო ლექციას წარუძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის პროფესორი ქ-ნ მანანა ალადაშვილი. შეხვედრა გაიმართება: 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (N204) დასწრება თავისუფალია.

Read More

პროფესორთა ატესტაცია

2023 წლის 10 ნოემბრიდან გამოცხადდა პროფესორთა ატესტაცია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე  უვადოდ არჩეული პროფესორ(ებ)ისათვის;
ატესტაციის ვადები:
საატესტაციო საბუთების მიღება: 13.11.2023 – 14.11.2023
საატესტაციო საბუთების განხილვა: 15.11.2023 

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან.

Read More

შეხვედრა Goodwill • გუდვილის წარმომადგენლებთან

31 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა შეხვედრა Goodwill • გუდვილის წარმომადგენლებთან: HR დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი: ხათუნა ჩხარტიშვილი და შერჩევის სპეციალისტი: გვანცა ედიშერაშვილი
შეხვედრის პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილდა Goodwill • გუდვილის საქმიანობის თავისებურებებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე.

Read More

შეხვედრა Goodwill • გუდვილის წარმომადგენლებთან

31 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა შეხვედრა Goodwill • გუდვილის წარმომადგენლებთან: HR დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი: ხათუნა ჩხარტიშვილი და შერჩევის სპეციალისტი: გვანცა ედიშერაშვილი
შეხვედრის პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილდა Goodwill • გუდვილის საქმიანობის თავისებურებებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე.

Read More

ინგლისური ენის შემსწავლელ ექსპრეს კურსი

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ექსპრეს კურსს.
მეცადინეობა დაიწყება ა/წ 1 ნოემბერს
კურსს წარუძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ასოცირებული პროფესორი მარინე დონგუზაშვილი .

Read More

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, მათი მიღწევის დონის შეფასების/შეფასების სისტემის, აპელაციის პროცედურების შესახებ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტუდენტთა წახალისების, სტიპენდიებისა და შეღავათების განსაზღვრის წესისა და სასწავლებელში მოქმედი სტუდენტის ეთიკის კოდექსის შესახებ.

Read More

მემორანდუმი ელ-სალვადორის ჰერარდო ბაიოსის უნივესიტეტთან

2023 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და ცენტრალური ამერიკის ელ-სალვადორის რესპუბლიკის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტთან. მემორანდუმს ხელს აწერენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფ. თამარ გარდაფხაძე და ელ-სალვადორის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტის რექტორი ხოსე სალვადორ ალვარენგა რივერა.

Read More

სლოვაკეთის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისა და ლექტორებისათვის

სლოვაკეთის რესპუბლიკა აცხადებს ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამას 2023-2024 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისათვის. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს,  PhD მკვლევრებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს; სტუდენტებს და PhD მკვლევრებს ასევე შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

Read More

საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული ინტერნეტ კონფერენცია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული ექსპერტთა ცენტრი“, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ეროვნულ უნივერსიტეტებთან ერთად, 2023 წლის 29 ოქტომბერს, გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ ინტერნეტ კონფერენციაზე
“გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თანამედროვე საფრთხეები”.

Read More