2024 წლის 12 თებერვალს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში ჩატარდა “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პრაქტიკის ცენტრის” წარმომადგენლების გაცნობითი შეხვედრა ნიუუნის რექტორთან ქალბატონ თამარ გარდაფხაძესთან და  ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ცენტრის მენტორებმა ისაუბრეს “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პრაქტიკის ცენტრის” საქმიანობის შესახებ, წარმოადგინეს პრეზენტაციები იმ კურსებისა და პროგრამების შესახებ, რომელთაც უშუალოდ ხელმძღვანელობენ.

აღნიშნული შეხვედრა “საერთაშორისო უსაფრთხოების და პრაქტიკის ცენტრისა” და “ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის” შორის ურთიერთთანამშრომლობის საწყისი ეტაპია. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.