2023 წლის 20 ნოემბერს შედგა ონლაინ შეხვედრა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან.

საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებმა კუსდამთავრებულებებს წარუდგინეს/კიდევ ერთხელ გააცნეს  ბიზნესის, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამები – ცალკეული პროგრამის სტრუქტურა, მიზნები, შედეგები და სხვა.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებთან განიხილეს გამოკითხვის ფორმები, სწავლის შედეგების შეფასების პროცედურები, გამოკითხვების შედეგები.  ამასთან, მიმართეს თხოვნით, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ კურსდამთავრებულთა გამოკითხვებში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრებების და წინადადებების დაფიქსირებას, რამეთუ კურსდამთავრებულთა მონაწილეობა/აქტიურობა ღირებულ მნიშვნელობას იძენს პროგრამ(ებ)ის შემდგომი დახვეწა-განვითარების კუთხით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, გამოთქვეს მოსაზრებები საგანმანათლებლო პროგრამეზე და სწავლების პროცესზე, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე; გამოხატეს საგანმანათლებლო პროგრამებისა და ნიუუნის განვითარების პროცესში შემდგომი მეტი ჩართულობისა და მონაწილეობის  მზაობა.