პოლონეთის სასტიპენდიო პროგრამა აკადემიური პერსონალისათვის

გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრმა 2023/2024 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწალას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში(ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

Read More

თანამშრომლობის მემორანდუმი

2023 წლის 12 იანვარს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯის რექტორმა, პროფესორმა ნათია გოცაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

Read More

ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოცემული სახელმძღვანელო

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ მანანა ნანიტაშვილის სახელმძღვანელო „საერთაშორისო მარკეტინგი“. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო მარკეტინგის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, მენეჯერებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის.

Read More

ანაზღაურებადი სტაჟირებები კერძო კომპანიებში

„სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულთათვის“.
პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ICDC-ის მიერ, The USAID Economic Security Program | USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

Read More

სტრუქტურული ერთეულების წლიური ანგარიშების პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, სტატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე მომუშავე ჯგუფის ჩართულობით, ჩატარდა სტრუქტურული ერთეულების წლიური ანგარიშების პრეზენტაცია. შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა განიხილეს 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და გასაუმჯობესებელი მხარეები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციული, აკადემიური, მოწვეული პერსონალი, პროგრამის ხელმძღვანელები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო…

Read More

სტუდენტთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 16 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში ჩატარდა სტუდენტთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია “ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები” 2022. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო, მამოტივირებელი საჩუქრები, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ გამარჯვებულები. კერძოდ:

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!

გერმანიაში სეზონური დასაქმება!
პროგრამის ხანგრძლივობა 2-3 თვე .(ზაფხულის არდადეგებზე)
ვაკანსიის აღწერილობა:
სხვადასხვა პროდუქტების საწყობი-(ფარმაცევტული, კვების პროდუტები) რესტორანი, კაფე (მომსახურება)
ხელფასი – საათში 10-15 ევრო( შესაძლებელია ბონუსების და პრემიის აღებაც)
საათების რაოდენობა -კვირაში 35-40 საათი (შესაძლებელია ცვლებში მუშაობა)
საცხოვრებელი უზრუნველყოფილია- 13 ევრო დღე-ღამეში.
ტრანსპორტირება სახლიდან სამსახურამდე უზრუნველყოფილია- 5 ევრო დღეში.

Read More

„წლის საუკეთესო მიღწევა“

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ რიგით მეხუთე ღინისძიებაზე – „წლის საუკეთესო მიღწევა“ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ წარსდგა პრეზენტაციით – ნიუუნი ფესტივალზე – „მსოფლიო ფლორენციაში”.

Read More

თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამა

 თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეთავაზებული 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ქართველ სტუდენტებს, კურსდმთავრებულებსა და მეცნიერებს. პროგრამა სტუდენტებს საქართველოდან სთავაზობს სტიპენდიებს თურქეთის უნივერსიტეტებში (სახელმწიფო/კერძო),  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სხვადასხვა დარგში. სტიპენდია ფარავს თურქეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

Read More

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;

Read More