ნიუუნის სტუდენტები ერაზმუს+ პროგრამით რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ნიუუნის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას განაგრძობენ ბუქარესტში.

Read More

თანამშრომლობის მემორანდუმი

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორმა თამარ გარდაფხაძემ და NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის რექტორმა სალომე პირველმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები წვლილს შეიტანენ უმაღლესი განათლების განვითარებაში, განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროგრამებს/პროექტებს, კვლევით საქმიანობას და სხვა.

Read More

ნიუუნის აკადემიური პერსონალი ვიზიტით რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ბუქარესტში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აფილირებული პროფესორი ავთანდილ ლაფაჩი და აფილირებული ასისტენტი ბაქარ გვაზავა, მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, იმყოფებოდნენ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ბუქარესტში. ვიზიტის დროს მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სწავლების კვირეულში და ტრენინგში.

Read More

ნიუუნის ხუთი სტუდენტი ერთ სემესტრს, გერმანიაში, ფეხტას უნივერსიტეტში ისწავლის!

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროგრამის სტუდენტები:
ლუკა ჯიბუტი, გიორგი დალაქიშვილი, გერონტი ონიანია, დავით პაპიაშვილი, გიორგი გეთიაშვილი
ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის ერთ სემესტრს ნიუუნის პარტნიორ ფეხტას უნივერსიტეტში (გერმანია) სრული დაფინანსებით ისწავლიან.

Read More

ვიზიტი სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში

2025 წლის 14-17 თებერვალს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნანა ციხისთავი და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი ნათია ჩიხიაშვილი საქმიანი ვიზიტით, ნიუუნის სრული დაფინანსებით საუნივერსიტეტო საქმიანობის სიახლეების გასაცნობად და გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებოდნენ სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში.

Read More

სტუდენტების ვიზიტი სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში

2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირველკურსელი სტუდენტები, მიმდინარე წლის 14-17 თებერვალს, იმყოფებოდნენ სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში /საბერძნეთი/, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით.

Read More

საგრანტო-კონკურსი აკადემიური პერსონალისათვის

„ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი“ აცხადებს საგრანტო-კონკურსს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით.
საგრანტო კონკურსის დეტალები:
საგრანტო ბიუჯეტი: 4,000 ლარი
განაცხადების მიღება: 10-21 თებერვალი, 2025

Read More

ERASMUS+ კონკურსი – აფილირებული პერსონალის საყურადღებოდ!

ცხადდება საბუთების მიღება  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალი უმალესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორ  ევროკოლეჯში (კუმანოვო,  ჩრდილოეთ მაკედონია) აკადემიური პერსონალის მობილობის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელ აფილირებულ პერსონალს.

Read More

პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება, რომელსაც უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.

Read More

სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციულ პერსონალის, კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!

მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას თუ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას. 

Read More