2025 წლის 27 ნოემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, იმყოფებოდნენ ქ. ჟენევაში (შვეიცარია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტების საქმეთა განყოფილების მმართველთან, დიმიტრიოს კოუკოურდინოსისთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ნიუუნის რექტორმა,  თამარ გარდაფხაძემ და  გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის დირექტორმა, დიდიე გარზოტომ  გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.