სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების მიზნით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი აკადემიური წერის თანამედროვე სტანდარტების შესახებ, რომელსაც ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე უძღვებოდა. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და წერითი ნაშრომების გაფორმების პრინციპებზე. სტუდენტები გაეცნენ ციტირების საერთაშორისო სტილებს, მათ შორის APA-სა და ჩიკაგოს (Chicago Style) სტანდარტებს, რაც გადამწყვეტია ნაშრომის აკადემიური სანდოობისა და კვლევითი ხარისხისთვის.
ნაშრომის გაფორმების წესების ცოდნა წარმოადგენს სტუდენტის აკადემიური კომპეტენციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დასტურს. ტრენინგი წარიმართა საინფორმაციო ფორმატში, რაც სტუდენტებს დაეხმარება საკუთარი ნაშრომების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.


კომენტარები