დასაქმების კვირეულის ფარგლებში, რომელიც ნიუ უნიში კვლავ გაგრძელდება, ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და შპს „პონტო თრეველ ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში ნიუ უნის სტუდენტები უკვე დასაქმდნენ დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.
ნიუ უნის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი დამამთავრებელი კურსის სტუდენტები 2 თვის ვადით გაივლიან აგრეთვე სასწავლო პრაქტიკას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და შპს „პონტო თრეველ ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი მჟავიამ.