ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — Vechta University (ფეხტა, გერმანია).

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების სტუდენტებს,  III-V სემესტრის სტუდენტებს /180 კრედიტიანი პროგრამა/; V-VII სემესტრის სტუდენტებს /240 კრედიტიანი პროგრამა.

ადგილების რაოდენობა: 3 ადგილი

პროგრამის მიზანი:

  • სტუდენტებისათვის განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება.

 მოთხოვნები:

  • სტუდენტის აქტიური სტატუსი ნიუუნიში;
  • ინგლისური ენის ცოდნა / B2 დონე;

 წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • CV Euro Pass ფორმატში; https://europass.europa.eu/en
  • სასწავლო ბარათი;
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა).
  • გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღები უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ. ფორმა გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი)

  Vechta University-ს მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები

დაფინანსება:

მობილობა ფინანსდება Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და მოიცავს:

  • მგზავრობის ხარჯებს;
  • ყოველდღიურ დაფინანსებას (daily allowance).
  • სტიპენდიები გაიცემა გაცვლითი სემესტრის განმავლობაში 2027 წლის ზაფხულის სემესტრის განმავლობაში (ხანგრძლივობა 2026 წლის 1 აპრილი – 2027 წლის 30 სექტემბერი).

 დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://www.uni-vechta.de.

 განაცხადების შეფასება და ვადა:

  • განაცხადებს შეაფასებს ორივე უნივერსიტეტის წევრებისგან შემდგარი შესარჩევი კომისია. 
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 დეკემბერი. 
  • დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე