ნარიამ ლომიძე ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იგი ერასმუს+ მობილობის პროგრამით იმყოფებოდა პარტნიორ ფეხტას (გერმანია) უნივერსიტეტში.
მარიამი ლომიძს მშობლიურ სასწავლებელში დაბრუნების შემდეგ ნიუუნიში მოვიდა ფეხტას უნივერსიტეტის პროფესორის – ჯეკ დეივიდ კაინდუს მორიგი სასიამოვნო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მარიამი მთელი სემესტრის მანძილზე გამოირჩეოდა დისციპლინით, რეგულარული დასწრებით, დისკუსიებსა და დებატებში აქტიურობით, გააზრებული არგუმენტებითა და კრიტიკული მოსაზრებებით, პრეზენტაბელურობით, ანალიტიკური უნარითა და კომუნიკაბელურობით.
წერილში ჯეკ დევიდ კაინდუ მარიამის შესახებ აღნიშნავს – „მან დამარწმუნა, რომ მას აქვს იდეების სტრატეგიულად გაყიდვის უნარები.“
ნიუუნი სიხარულით გიზიარებთ წერილს და წარმატებას უსურვებს მარიამს.
კომენტარები