იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს მიღებას გერმანული ენის უფასო კურსზე.

გერმანული ენის უფასო კურსი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გლობალური პროგრამის „მიგრაცია და დიასპორის“ მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი კურსში მონაწილე საზოგადოებას ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების მიზნით შეასწავლის გერმანულ ენას, გააცნობს გერმანულ კულტურას და მიაწვდის ინფორმაციას გერმანიაში არსებული სასწავლო პროგრამების, სტიპენდიებისა და პირობების შესახებ.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილ იქნებიან სასწავლო მასალით.

კურსზე სწავლება დაიწყება 10 აგვისტოს.

ხანგრძლივობა – 1 თვე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 24 ივლისი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/36aellT

Spread the love