ცხადდება კონკურსი სტუდენტებისათვის Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაზე ნიუუნის პარტნიორ ფეჰტას (გერმანია) უნივერსიტეტში
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
• აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს;
• III – VI სემესტრის სტუდენტს;
მობილობის პერიოდი: 01.10.2025 – 31.03.2026
ადგილების რაოდენობა: 4 ადგილი;
სწავლების ენა: ინგლისური.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:
• პასპორტის ასლი;
• CV ინგლისურად;
• სამოტივაციო წერილი ინგლისურად (მაქსიმუმ 500 სიტყვა);
• რეკომენდაციის წერილი ქართულად (ფაკულტეტის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან პროფესორის);
• აკადემიური მოსწრების ბარათი – დანართი;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და დონე B2-ის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ნიუუნის ელ-ფოსტაზე: info@newuni.edu.ge და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: n.tsikhistavi@newuni.edu.ge; სათაურის ველში მიუთითეთ Erasmus+ -ის მობილობა
მნიშვნელოვანი თარიღები:
2025 წლის 7 – 15 მაისი – საბუთების წარმოდგენა;
2025 წლის 16 მაისი, 12.00 საათზე (301 აუდიტორია) – გასაუბრება;
ტესტირება უცხო ენაში დაინიშნება დამატებით /საჭიროებისამებრ/.
შერჩევის კრიტერიუმები:
• აკადემიური მოსწრება – 30%
• ინგლისური ენა – 25%
• მოტივაცია – 25 %
• რეკომენდაცია-10%
• ინტერვიუ-10%
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელსაც მონაწილეობა არ აქვს მიღებული.ერასმუს+ პროგრამაში;
სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით, ასევე პროგრამა დაფარავს მისი მგზავრობის ხარჯებს (საქართველო – გერმანია – საქართველო).
ინფორმაცია ვრცლად მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: (https://www.uni-vechta.de/…/coming-to…/exchange-studies
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
მობ. 555 79 67 41