2023 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და ცენტრალური ამერიკის ელ-სალვადორის რესპუბლიკის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტთან. მემორანდუმს ხელს აწერენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფ. თამარ გარდაფხაძე და ელ-სალვადორის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტის რექტორი ხოსე სალვადორ ალვარენგა რივერა.
მემორანდუმი ახალ პერსპექტივებს სთავაზობს პარტნორ უნივერსიტეტებს – დაამყარონ სამეცნიერო და პრაქტიკული ურთიერთობები, ითანამშრომლონ ერთობლივ პროექტებში, განახორციელონ სტუდენტებისა და თანამშრომლების მობილობა.
კომენტარები