მისია
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მისიაა:
ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დემოკრატიული ღირებულებების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების, განათლების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება;
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, მათი პიროვნული და პროფესიული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, სტუდენტთა წარმატების ხელშეწყობა მრავალფეროვანი აკადემიური, პროფესიული, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზებით;
კვლევითი საქმიანობის განვითარება და შედეგების სწავლების პროცესში ინტეგრირება.
მიზნები
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მიზნებია:
-
პოტენციურ დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი
ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება და კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი
სპეციალისტების მომზადება; -
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მათ გაუმჯობესებაზე
მუდმივი ზრუნვა, სწავლა-სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვა და თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენება; -
სტუდენტზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა;
-
სპეციალური საჭიროების მქონე და სოციალურად მოწყვლადი სტუდენტებისთვის
შესაბამისი სასწავლო პირობებისა და გარემოს უზრუნველყოფა; -
ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში;
-
სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა/წახალისება;
-
აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
-
საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა და სოციალური მხარდაჭერის
ღონისძიებების შეთავაზება; -
კურსდამთვარებულთა დასაქმების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების შემდგომ
საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
ხედვა
ახალი უმაღლესი სასწავლებლი – ნიუუნი წარმოადგენს ევროპული სტანდარტების შესაბამის,
სტუდენტისა და პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს
საგანმანათლებლო და სოციალურ მხარდაჭერას; აქვს მაღალი ნდობა და საყოველთაო
აღიარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ღირებულებები
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ღირებულებებია:
-
სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა;
-
კეთილსინდისიერება;
-
უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა;
-
აკადემიური თავისუფლება;
-
გუნდურობა;
-
გამჭვირვალობა.
კომენტარები