ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი უმაღლესი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე NAFSA – 2024
მიმდინარე წლის 28-31 მაისს, აშშ-ში, ლუიზიანას შტატის დედაქალაქ ნიუ ორლეანში, მიმდინარეობს განათლების საერთაშორისო გამოფენა NAFSA – 2024.
მსოფლიოში უდიდესი არაკომერციული ორგანიზაცია NAFSA არის განმანათლებელთა საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც ემსახურება საერთაშორისო განათლებას და გაცვლით პროგრამებს მსფლიო მასშტაბით, 170 ქვეყანაში. იგი აერთიანებს 10000-ზე მეტი წევრ ორგანიზაციას, მ.შ. 4300-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გამოფენაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს დელეგაციაში წარმოდგენილია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი,პროფესორი თამარ გარდაფხაძე და პროფესორი სოფიო მორალიშვილი.
კომენტარები