ახალი უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე.
რეგისტრაციის ვადები: 1 სექტემბერი – 30 სექტემბერი
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში).
სწავლის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 ოქტომბერი – 2020 წლის 1 ივლისი.
მოსამზადებელ კურსებზე ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაირიცხონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადალახეს ბარიერი მხოლოდ ერთ საგანში!
ასეთი აბიტურიენტების მოსამზადებელ კურსებზე ჩარიცხვის შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი მათ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ და პირველ პრიორიტეტად ახალი უმაღლესი სასწავლებლის (181) არჩევის შემთხვევაში 2021 წლიდან სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის არსებობისას, დამატებითი კრედიტები (წელიწადში არაუმეტეს 15 კრედიტისა) გაიარონ უფასოდ!
აბიტურიენტები შესაბამისი სიძლიერის ჯგუფში ჩაირიცხებიან პრეტესტის საფუძველზე.
პრეტესტი რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის ჩატარდება 2 ოქტომბერს ,12 საათზე. საკონტაქტო ინფორმაცია: ახალი უმაღლესი სასწავლებელი, თბილისი, ჭყონდიდელის ქ. N 56. ☎️ტელ.: 592 11-11-00, 593 91-28-91