ქვეყანაში შექმნილი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ახალი უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია, აკადემიური/მოწვეული პერსონალი,სტუდენტები გადასულია დისტანციური მუშაობის ფორმაზე. 18 მარტს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა ახალი უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის სამუშაო თათბირი, რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, რომლის მუშაობაშიც ჩართული იყო ნიუუნის ადმინისტრაციის მთლიანი შემადგენლობა. თათბირზე განხილულ იქნა მიმდინარე აქტუალური საკითხები; აზრთა ურთიერთშეჯერების შედეგად დაისახა შემდგომი მუშაობის სტრატეგიები. აღნიშნული ფორმატის თათბირი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.