2020 წლის 23 მარტიდან, ახალ უმაღლეს სასწავლებლში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება მიმდინარეობს ელექტრონული სწავლების მეშვეობით (როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული ელემენტების გამოყენებით). ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, უსდ-მ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა COVID- 19 ის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით და გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. ამავდროულად, სასწავლებლისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სტუდენტთა ინტერესების დაცვა და სასწავლო პროცესის აკადემიური კალენდრის მიხედვით განხორციელება. შესაბამისად, ელექტრონული სწავლების ფორმა საშუალებას გვაძლევს სასწავლო პროცესი არ გასცდეს ზემოთ აღნიშნულ კალენდარს და იგი განხორციელდეს ხარისხიანად და ეფექტურად.

ამისათვის;

  • სასწავლებლის ადმინისტრაციული პერსონალი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სტუდენტებს/პროფესორ-მასწავლებლებს ელექტრონული რესურსების გამოყენების შესახებ;
  • სასწავლო პროცესი განხორციელდება ელექტრონული პლატფორმა ZOOM_ის მეშვეობით, რომლის გზამკვლევიც ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტთათვის, ასევე პროფესორ-მასწავლებელთათვის. აღნიშნული გზამკვლევი ატვირთულია სასწავლებლის ელექტორნულ ბაზაში, ასევე სასწავლებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • სტუდენტებს სასწავლებლის ელექტრონული ბაზის მეშვეობით მიეწოდებათ ინფორმაცია წინასწარ შედგენილი ცხრილის შესაბამისად, როდის იქნება ხელმისაწვდომი ელექტრონული კურსები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სასწავლებლის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ელექტრონულ სწავლებასთან და სწავლასთან დაკავშირებული დახმარების ტექნიკური ჯგუფს : ტელ: 593 55 79 01; 593 91 28 91