გაცნობებთ, რომ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა 2017 წელს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მომზადების პარალელურად და არ იყო სრულად შესაბამისობაში კოდექსის საბოლოო, დამტკიცებულ ვერსიასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „EU4Environment“ პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ მოთხოვნილია სახელმძღვანელოს განახლება და კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე რიგი საკითხების დაზუსტება/დამატება.
მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული სახელმძღვანელოს პროექტთან /თან ერთვის ➡️ https://cutt.ly/bKyLT5b / დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოგვიდგინეთ 27 ივნისამდე, რათა შემდგომში ერთობლივი პოზიცია წარვუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
მოსაზრებები წარმოადგინეთ წერილობით შემდეგ მისამართზე: natiagogolauri@newuni.edu.ge
პატივისცემით ნიუუნის ადმინისტრაც