ამ წუთებში ახალ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშის დაცვა.
დაცვას ესწრებიან ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, აგრეთვე სასწავლებლის ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.
პრაქტიკის ობიექტები წარმოდგენილი იყო კერძო სექტორიდან: შპს “აგის ჯორჯია”, “ტურიზმისა და მენეჯმენტის აკადემია” და “ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია”.
კომისიის მიერ წარმოდგენილი პრაქტიკის ანგარიშები მაღალ დონეზე შეფასდა.