უპირველესად გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! მოხარული ვართ, რომ სწავლას აგრძელებთ ახალ უმაღლეს სასწავლებელში. გისურვებთ საინტერესო, ლაღ, ბედნიერ და წარმატებებით სავსე სტუდენტურ წლებს.

საბუთები მიიღება იწარმოებს 2-დან – 9 სექტემბერის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 26.

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წელი ახალ უმაღლეს სასწავლებელში 16 სექტემბერიდან დაიწყება.