ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საკონფერენციო დარბაზში იმართება ჟურნალისტის, ტელეწამყვანისა და PR მენეჯერის ვანო პავლიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული მედიის პრობლემები დღეს“.
ლექციას ესწრებიან ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, რექტორატისა და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.