ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ესწრებიან შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლს „ერთხელ…მხოლოდ“. შეგახსენებთ, რუსთაველის ეროვნული თეატრი სტუდენტებს სიმბოლურ ფასად, სთავაზობს ექსკურსიას თეატრში, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შენობის, თეატრის ისტორიას, „ქიმერიონს“ უდიდესი მხატვრების ფრესკებით და მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზს, სადაც უნიკალური ფოტომასალა, მაკეტები, კოსტუმები, დეკორაციის ნაწილია წარმოდგენილი. ვიზიტორებმა უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და შენობის სივრცეში გადაადგილდნენ მხოლოდ სამედიცინო პირბადის გამოყენებით. თეატრის კიდევ ერთი შეთავაზება სტუდენტებს: „გახდი რუსთაველელი“ თეატრის ერთგულ, აქტიურ მაყურებელს საშუალება ექნება პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში, თეატრის მსახიობებთან, რეჟისორებთან..უფრო ახლოს გაეცნოს თეატრალურ ცხოვრებას სცენაზე და სცენის მიღმა.