მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „მინერვას“ შორის.

მემორანდუმის ფარგლებში, ნიუუნის კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს უკვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაცია „მინერვა“-ს პარტნიორი ტუშას უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაში.

სწავლის მსურველი საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2021/2022 აკადემიური წლისთვიის გამოიყო 40 სასწავლო სტიპენდია. თითოეული სტიპენდიის ოდენობა წლიურად შეადგენს

4.860 ევროს. ტუშას უნივერსიტეტი მდებაროებს იტალიის ქალაქ ვიტერბოში, რომთან ახლოს, აქვს კამპუსი.

ორგანიზაცია „მინერვა“ 21 მაისს, 14:00 საათზე გთავაზობთ ერთობლივ საინფორმაციო ონლააინ შეხვედრას, სადაც ყველა დაინტერესებული ახალგაზრდა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას სასწავლო სტიპენდიაზე და სამაგისტრო პროგრამაზე. თქვენს კითხვებს უპასუხებენ უნივერსიტეტის პროფესორი და პროგრამის კოორდინატორი. სამუშაო ენები: ინგლისური/იტალიური/ქართული ონლაინ შეხვედრის Zoom ლინქი: https://zoom.us/j/95280145226

დამატებითი ინფორმაცია: კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://unitusorienta.unitus.it/en/homepage/