2021 წლის 22, 29 აპრილს და 12 მაისს ლეიდენის უნივერსიტეტის(ჰოლანდია) ბიბლიოთეკის სამეცნიერო განყოფილების მიერ მსოფლიოს მეცნიერ მკვლევრებისთვის სამ ეტაპად ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული ვებინარი. აღნიშნულ ვებინარს ესწრებოდა მსოფლიოს 100-მდე მეცნიერ- მკვლევარი, მათ შორის ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნანა ციხისთავი.

ვებინარს უძღვებოდნენ ცნობილი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია,  ნიდერლნდები.

ლეიდენის უნივერსიტეტისა და ბიბლიოთეკის ვებინარები მუდმივმოქმედია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო წრეებში.