ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და ლატვიის RISEBA უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად ლატვიაში ნიუ უნის ლექტორებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება ტრენინგები. ნიუ უნის სტუდენტებისათვის კი იგეგმება გაცვლითი პროგრამები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და ლატვიის RISEBA უნივერსიტეტის რექტორმა ირინა სენნიკოვამ.