ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადა 2019 წლის 18 ივლისიდან – 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
2. მობილობის წესით მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა  2019
წლის 31 ივლისიდან – 2019 წლის 21 აგვისტოს 18.00 საათამდე.
3. სასწავლებელში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა 2019 წლის 26 აგვისტოდან – 13 სექტემბრის ჩათვლით.
4. სასწავლებლის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა 2019 წლის 26 აგვისტოდან- 13 სექტემბრის ჩათვლით.
5. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სასწავლებლის სამართლებრივი აქტის პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა  2019 წლის 27 აგვისტოდან – 16 სექტემბრის ჩათვლით.
6. სტუდენტებთან ხელშეკრულების გაფორმება და სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2019 წლის 01 ოქტომბრამდე.


წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის).