2020 წლის 7 ივლისს შპს ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და  სასაწავლო ცენტრი „აიელსი“ (,,ILC”)-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საგანია მხარეებს  შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც მიმართული იქნება ILC-ისა და სასწავლებლის ერთობლივი ძალებით საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობისკენ.

მემორანდუმის მიზანია  საჭიროების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე პოტენციურ სტუდენტთა ქართულ ენაში მომზადება/გადამზადება, რათა მათ შეძლონ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების  გონივრულ ვადაში მიღწევა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეთა შორის ურთიერთთანაშრომლობა მოიცავს:

  • ტრენინგების, გადამზადების, სასწავლო კურსების მეშვეობით სტუდენტთა საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • სტუდენტთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გონივრულ ვადაში მიღწევის ხელშეწყობას;
  • ერთობლივ ღონისძიებების ჩატარებას და სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის .განხორციელებას.