2020 წლის 6 ივლისს შპს ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლიივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო/სასწავლო საქმიანობის, სტუდენტების პროფესიული განვითარების, სამართლებრივი კვლევებისა და სამართლის პოპულარიზაციის ხელშეწყობისაკენ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, ერთობლივი ძალისხმევით::

  • დაგეგმავენ და განახორციელებენ სასწავლო პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს, თემატურ სემინარებს, კონფერენციებს, დისკუსიებსა და ტრენინგებს;
  • დაგეგმავენ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს;
  • ერთობლივი სასწავლო პროექტების ფარგლებში, ერთობლივად მოამზადებენ ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრებისათვის მასალებს;
  • განახორციელებენ სხვა ღონისძებებს თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად;

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს შპს ახალი უმაღლესი სასწავლებლის თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას.