2020 წლის 16 ოქტომბერს ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას,  ერთობლივი პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას, რაც მიმართულია სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა  ტურიზმის სექტორში აქტუალური საკითხების შესახებ საჯარო შეხვედრებისა თუ სემინარების ორგანიზებისა და ისეთი აქტივობების განხორციელების ვალდებულება აიღეს, რომლებიც ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნის მიღწევას.