2023 წლის 10 ნოემბრიდან გამოცხადდა პროფესორთა ატესტაცია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე  უვადოდ არჩეული პროფესორ(ებ)ისათვის;

ატესტაციის ვადები:

  • საატესტაციო საბუთების მიღება: 13.11.2023 – 14.11.2023
  • საატესტაციო საბუთების განხილვა: 15.11.2023
  • საატესტაციო დასკვნის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა/გადაწყვეტილების მიღება: 17.11.2023
  • ატესტაციაში მონაწილე პირისათვის ატესტაციის შედეგების გაცნობა: 20.11.2023
  • ატესტაცია გავლილ პროფესორებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში;
  • პროფესორს უფლება აქვს გაასაჩივროს ატესტაციის შედეგები რექტორის სახელზე დაწერილი განცხადებით, შედეგების გაცნობიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.

პროფესორმა უნდა წარმოადგინოს:

  • ა) განცხადება სასწავლებლის რექტორის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
  • ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ანკეტა-კითხვარი (დადგენილი ფორმის მიხედვით);
  • გ) თანამდებობის დაკავებიდან ან ატესტაციიდან 5 წლის მანძილზე/ განხორციელებული სამეცნიერო-პედაგოგიური აქტივობების დამადასტურებელი მასალა;
  • დ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი მასალა.

საატესტაციო დოკუმენტების მიიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის  საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონულ მისამართზე: info@newuni.edu.ge;