საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან.
🔹კურსს ხელმძღვანელობენ WIPO აკადემიის მიერ სერტიფიცირებული ტუტორები, ხოლო კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ, მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.
🔹გვინდა გაცნობოთ, რომ კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2023 წლის 9 ნოემბერს.
🔹დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე dl101ge@sakpatenti.gov.ge, საკონტაქტო პირი: ლალი ამირანაშვილი, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის უფროსი, მობ.: 599 913170 ელ.ფოსტა: lamiranashvili@sakpatenti.gov.ge )
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების
ცენტრი გისურვებთ წარმატებას