ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე.
რეგისტრაციის ვადები: 21 აგვისტო – 28 სექტემბერი
✅რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში).
სწავლის ხანგრძლივობა: 2023 წლის 2 ოქტომბერი – 2024 წლის 1 ივლისი.
👉👉მოსამზადებელ კურსებზე ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაირიცხონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადალახეს ბარიერი მხოლოდ ერთ საგანში!
✅ასეთი აბიტურიენტების მოსამზადებელ კურსებზე ჩარიცხვის შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი მათ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ და პირველ პრიორიტეტად ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნის (კოდი 181) არჩევის შემთხვევაში, 2024 წლიდან სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის არსებობისას, დამატებითი კრედიტები (წელიწადში არაუმეტეს 15 კრედიტისა) გაიარონ უფასოდ!
აბიტურიენტები შესაბამისი სიძლიერის ჯგუფში ჩაირიცხებიან პრეტესტის საფუძველზე.
პრეტესტი რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის ჩატარდება 29 სექტემბერს ,12 საათზე. საკონტაქტო ინფორმაცია: ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი, თბილისი, ჭყონდიდელის ქ. N 56. ტელ.: 592 11-11-00, 593 91-28-91