მიმდინარე წლის 4 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და მექანიზმების განხორციელებაში ჩართულ შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებს: ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ ლექტორებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სიახლეებსა და ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა დოკუმენტში “ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა და მექანიზმები”. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ცვლილებების შედეგად განსაზღვრულ ხარისხის კულტურის პრიორიტეტებსა და ღირებულებებზე, რაც ემსახურება ხარისხის კულტურის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობას დაინტერესებულ მხარეებს შორის და ხარისხის კულტურის განვითარებას სასწავლებელში.
შეხვედრა გაიმართა დაწესებულებაში ხარისხის კულტურის ღირებულებებისა და პრიორიტეტების გაზიარების, მათი გააზრებისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის კულტურა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრიორიტეტებსა და ღირებულებებს:
- სტუდენტზე ორიენტირებულობას;
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას;
- გაზიარებულ პასუხისმგებლობას;
- გამჭვირვალობასა და კონსტრუქციულ უკუკავშირს;
- უწყვეტ გაუმჯობესებას;
- თანამშრომლობასა და აქტიურ ჩართულობას.

კომენტარები