მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სინძიანის უნივერსიტეტის /ჩინეთი/ ვიცე-რექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მენეჯერი. ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა ნიუუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რომელზეც განხილულ იქნა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები გაცვლითი პროგრამების, საზაფხულო სკოლებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ორგანიზების კუთხით. ამასთან, დეტალურად იქნა განხილული შემდგომი თანამშრომლობის გეგმა.