მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ორგანიზებით ქ. თელავში გაიმართა სამუშაო შეხვედრა (ვორქშოპი) თემაზე: ,,გამოწვევები უმაღლესი განათლების მიმართულებით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში“. ვორქშოპში მონაწილეობდნენ ნიუუნის აკადემიური/აფილირებული, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი.

ღონისძიების მიზანი იყო უმაღლესი განათლების სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომების გაზიარება და ინსტიტუციური განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს განათლების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმებზე, სწავლების ეფექტიანობის ზრდის გზებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.