მიმდინარე წლის 29 სექტემებრს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ კოპალეიშვილმა საინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრა გამართა პირველი კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდა შემდეგ საკითხებზე:
- ნიუუნის მისია, მიზნები, ხედვა და ღირებულებები;
- სასწავლო პროცესის რეგულირება დაორგანიზება;
- აკადემიური კალენდარი;
- სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა;
- შეფასების სისტემა;
- საგამოცდო პროცესი;
- აპელაციის პროცედურა;
- წარჩინებული სტუდენტების წახალისების სისტემა;
- სოციალური აქტივობები და პროექტები;
- ექსტრაკურიკულური აქტივობები;
შეხვედრაზე ისაუბრეს ფაკულტეტის სამომავლო გეგმებსა და სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმებზე.


კომენტარები