ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაცია – ევროპული აკადემია – სელარტი (SELART European Academy, ჟენევა, შვეიცარია)  ნიუუნის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამებსა და აქტივობებს:

1. ერთწლიანი პროფესიული პროგრამები სტუდენტებისთვის:

პროგრამები ხორციელდება დსტანციურ (იონლაინ) რეჟიმში, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა და ნიუუნიში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის პარალელურად  .

სპეციალური ტარიფი: 960 CHF (შვეიცარიული ფრანკი) თითოეულ სტუდენტზე (მინიმუმ 20 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში).

სერტიფიცირება: პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა SELART European Academy-ს პროფესიული დიპლომი/სერტიფიკატი.

დამატებითი შესაძლებლობა: პროგრამა მოიცავს არასავალდებულო არჩევით კომპონენტს შვეიცარიაში.

პროფესიული პროგრამების მიმართულებები – იხილეთ

 

2. აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამები:

პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპული აკადემია – სელარტი გთავაზობთ შემდეგ შესაძლებლობებს:

საკვალიფიკაციო კურსები:

  • 12 საათიანი პროგრამა – 280 CHF თითოეულ მონაწილეზე;
  • 24 საათიანი პროგრამა – 540 CHF თითოეულ მონაწილეზე;

საინფორმაციო ვებინარი: 90-წუთიანი საცნობარო ვებინარი თემაზე – „ფასილიტაცია და არა ლექციის წაკითხვა“ (დასწრება უფასოა ნიუუნის აკადემიური პერსონალისთვის).

საერთაშორისო მობილობა: 7 დღიანი საერთაშორისო მობილობის პროგრამა შვეიცარიაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

მობ.: +995 555 79 67 41