ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — Vechta University (ფეხტა, გერმანია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების სტუდენტებს, III-V სემესტრის სტუდენტებს /180 კრედიტიანი პროგრამა/; V-VII სემესტრის სტუდენტებს /240 კრედიტიანი პროგრამა.
ადგილების რაოდენობა: 3 ადგილი
პროგრამის მიზანი:
- სტუდენტებისათვის განვითარების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
- ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება.
მოთხოვნები:
- სტუდენტის აქტიური სტატუსი ნიუუნიში;
- ინგლისური ენის ცოდნა / B2 დონე;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- CV Euro Pass ფორმატში; https://europass.europa.eu/en
- სასწავლო ბარათი;
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა).
- გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღები უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ. ფორმა გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი)
Vechta University-ს მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები
დაფინანსება:
მობილობა ფინანსდება Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და მოიცავს:
- მგზავრობის ხარჯებს;
- ყოველდღიურ დაფინანსებას (daily allowance).
- სტიპენდიები გაიცემა გაცვლითი სემესტრის განმავლობაში 2027 წლის ზაფხულის სემესტრის განმავლობაში (ხანგრძლივობა 2026 წლის 1 აპრილი – 2027 წლის 30 სექტემბერი).
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://www.uni-vechta.de.
განაცხადების შეფასება და ვადა:
- განაცხადებს შეაფასებს ორივე უნივერსიტეტის წევრებისგან შემდგარი შესარჩევი კომისია.
- განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 დეკემბერი.
- დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე


კომენტარები